ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიმართულებათა ხელმძღვანელების დანიშვნის შესახებ სსიპ -ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დებულების (დამტკიცებული თსუ-ის წარმომადგენლობითი საბჭოს 2014 წლის 9 ოქტომბრის #6 ოქმით) 33-ე მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების სხდომაზე ( მიმართვა #15167/30; 19.06.2025 ) მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე
ვბრძანებ:
1. სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებაზე ხელმძღვანელად დაინიშნოს ასოცირებული პროფესორი კონსტანტინე შუბითიძე;
2. ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე, განთავსება და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემაზე დაევალოს დეკანის სამდივნოს;
3. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.